Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით მსვლელობას გამართავს

საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით მსვლელობას გამართავს

17 მაისს, თბილისში აწყურის ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდება, რომელსაც ქაშვეთის ეკლესიაში დააბრძანებენ, სადაც პარაკლისი შესრულდება, რის შემდეგაც ხატებით მსვლელობა შედგება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს ოჯახის დღესა და მშვიდობას მიეძღვნება, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

“წელს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, თბილისში შემობრძანდება აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც, ტრადიციისამებრ, ოფრედან (თურქეთის რესპუბლიკა) 11 მაისს წამოაბრძანეს ჩვენმა სასულიერო პირებმა და სამშაბათს, 12:30 საათზე, დააბრძანებენ ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც პარაკლისი შესრულდება, შემდეგ კი ლოცვითი მსვლელობა წმინდა ხატებით სიონის დედა-ეკლესიისაკენ მოეწყობა.

სიონის მცირე ტაძრებში გამობრძანდება დიდი სიწმინდეები, – წმ. დავით გარეჯელის “მადლის ქვა” და დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილი, და მრევლს ექნება მათთან მიახლების შესაძლებლობა.

პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს, ერთი მხრივ, ოჯახის დღეს მიეძღვნება ხოლო, მეორე მხრივ, – მშვიდობას როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

არაერთგზის ავღნიშნეთ, რომ ის საბრძოლო მოქმედებები, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, ჩვენს უდიდეს გულისტკივილს იწვევს.ომი საშინელებაა. ის ათასობით ადამიანის სიცოცხლეს და ოჯახის ბედნიერებას იწირავს.

საპატრიაქოს ცნობითვე, ოჯახისა და მშვიდობის თემაზე დღეს, ბავშვების ნახატების გამოფენა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში მოეწყობა.” გავერთიანდეთ ლოცვითა და მსვლელობით, გავერთიანდეთ იმ სულისკვეთებით, რომ სამშობლო ოჯახიდან იწყება და რომ მტკიცე და ძლიერი ოჯახი ქვეყნის სიმტკიცისა და ძლიერების საწინდარია!“.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები