Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოში 364 თავშესაფრის მაძიებელი უკვე დარეგისტრირდა

საქართველოში 364 თავშესაფრის მაძიებელი უკვე დარეგისტრირდა

2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი 364 უცხო ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა. მათი უმეტესობა 126 ადამიანი უკრაინის მოქალაქეა, 52 – თურქეთის, 31 – ირანის, 21 – რუსეთის, 17 – ავღანეთის და 16 – ეგვიპტის.

უწყების თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი სულ 51-მა ადამიანმა მიიღო. მათგან 21 ავღანეთის მოქალაქეა, 13 – უკრაინის, 7 კი – იემენის. ჰუმანიტარული სტატუსირუსეთის არცერთ მოქალაქეს არ მიუღია.

2022 წლის პირველ სამ თვეში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია რუსეთიდან და უკრაინიდან. გასული წლის განმავლობაში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უკრაინის მხოლოდ – 3, ხოლო რუსეთის 54 მოქალაქე იყო რეგისტრირებული.

რაც შეეხება ლტოლვილის სტატუსს, ეს: სტატუსი სულ 9 მოქალაქემ მიიღო, მათგან არცერთია უკრაინისა და რუსეთის მოქალაქე. ლტოლვილის სტატუსი მიიღეს: ეგვიპტის, ავღანეთის, პაკისტანისა და თურქეთის მოქალაქეებმა.

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის სულ 40 მოქალაქე, მათგან 4 რუსეთის მოქალაქეა. გაძევებულთა შორის ასევე არიან თურქეთის, ირანის, ინდოეთის და ეგვიპტის მოქალაქეები.

ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭებათ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები