Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოება„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-მარტში მშენებლობის ნებართვები 15.4%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-მარტში მშენებლობის ნებართვები 15.4%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-მარტში 2 229 ნებართვა გაცემულია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.4 პროცენტით მეტია 1 516.5 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, ეს კი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით არის მეტი.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ნებართვების 78.5 პროცენტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 53.0 პროცენტი თბილისზეა, 11.0 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 7.4 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე, 7.1 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

2022 წლის იანვარ-მარტში მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების ნებართვები გაიცა, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

„გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 33.5 პროცენტი მოდის თბილისზე, 13.6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 10.5 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 10.5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე. 2022 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 545.9 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 59.7 პროცენტით მეტი) 552 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტით ნაკლები)“, ინფორმაციის თანახმად.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები