ირანის ცენტრალურ ქალაქ ნაენთან სასწავლო ფრენის დროს, f-7 გამანადგურებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ირანის საჰაერო ძალების ორი მფრინავი დაიღუპა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ავია შემთხვევა 24 მაისს მოხდა. უბედური შემთხვევა სავარაუდოდ “ტექნიკურმა პრობლემამ” განაპირობა. ირანის საჰაერო ძალებმა ბოლო წლებში არაერთი ავარია განიცადა.
თებერვალში, აშშ-დან 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე შეძენილი f-5 გამანადგურებელი ჩრდილო-დასავლეთ ირანის ქალაქ ტაბრიზის საცხოვრებელ უბანში მდებარე სკოლის სტადიონზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი მფრინავი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. თეირანის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების მიღებას და საავიაციო ფლოტის შენარჩუნებას ართულებს.
ქვეყნის საჰაერო ძალები რუსული წარმოების სამხედრო თვითმფრინავებსაც იყენებენ.