სამხედრო ჟურნალისტის, ანდრეი ცაპლიენკოს ცნობით, სევეროდონეცკში ბრძოლები უკვე ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს, მტერი უფრო ღრმად გადადის დასხლებულ პუნქტებში.
მისი თქმით, ქალაქში ინფრასტრუქტურა თითქმის 100%-ით არის დანგრეული, საცხოვრებლის 90% დაზიანებულია, მათგან 60% კრიტიკულია. ქალაქი რუსების გვამებით არის სავსე, სიცხემ და მაღალმა ტემპერატურამ – მომავალში შეიძლება ინფექციების განვითარების პროვოცირება გამოიწვიოს. ქალაქში სამი ექიმი გაუჩინარდა, დაზიანებული, დამტვრეული მხოლოდ სასწრაფოს მანქანა იპოვეს.
ამა ინფორმაციას მეორე ჟურნალისტი იური ბუტუსოვიც ადასტურებს. მისი თქმით, ორი დღის წინ სასტუმრო „მირის“ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სწორედ აქედან დაიწყო მტრის შეტევა და წინ მიიწევდა. ახლა სევეროდონეცკში არ არის ფართო ფრონტის ხაზი, ბრძოლები ზოგჯერ უმოკლეს დისტანციებზე მიმდინარეობს. რუსული ჯარები კი ფართო ფრონტზე გარღვევას ცდილობენ.