„21-ე საუკუნეში არ უნდა გვჭირდებოდეს “ევროპის სახალხო პარტიის” მოწოდება, რომ სერვისის არმიღების გამო, მესამე პრეზიდენტი ციხეში არ უნდა გარდაიცვალოს,- განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლებამ სახალხო დამცველის კონსილიუმის შეფასებას უნდა მოუსმინოს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს მძიმე შედეგი.
“მესამე პრეზიდენტს აუცილებლად სჭირდება სამედიცინო სერვისის მიღება. როგორც ჯანდაცვის ექსპერტები და ექიმები ამბობენ, ამ სერვისის მიღება მაღალი ხარისხით შეუძლებელია და ითხოვენ საზღვარგარეთ მის გადაყვანას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მოთხოვნას, რომ ადამიანი არ გარდაიცვალოს ციხეში არასათანადო სერვისის არარსებობის გამო. “ქართული ოცნების” ამოცანაა მესამე პრეზიდენტი გატყდეს შინაგანად, ფიზიკურად და მორალურად”, – განაცხადა მანჯგალაძემ.