Monday, December 5, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკასიმონიანი კიდევ ერთხელ გამოდის ინიციატივით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღადგინოს

სიმონიანი კიდევ ერთხელ გამოდის ინიციატივით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღადგინოს

რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედიასაშუალების Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“საქართველომ უარი უთხრა უკრაინას აფხაზეთში მეორე ფრონტის გახსნით დახმარებაზე. მოდით, უკვე გავხსნათ საჰაერო მიმოსვლა მათთვის“, – წერს სიმონიანი.

პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან საქართველოს მიმართ “უსაფუძვლლო ბრალდებები“ მას შემდეგ დაიწყოო, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ აქ “არავითარი მეორე ფრონტი“ არ იქნება.

მისი მტკიცებით, “მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა” უკრაინის ხელისუფლების სურვილია.

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არსებობდა კონკრეტული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ომი უკრაინაში ნოემბერში ან დეკემბერში უნდა დაწყებულიყო და მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სწორედ ამ პერიოდში, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მიზნით ჩამოვიდა.

პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ როგორც მთავრობის მეთაურს, მას ბევრი ინფორმაცია აქვს რომელთა ნაწილი საჯაროდ ითქმის, ნაწილი კი არა:

„მე, როგორც მთავრობის მეთაურს მაქვს ბევრი ინფორმაცია, რომელთაგან ბევრი ითქმის საჯაროდ, მაგრამ უფრო მეტი არ ითქმის საჯაროდ. მე რაც ვუთხარი ჩვენს ხალხს და თქვენ, იმაზე ვარ პასუხისმგებელი, რომ იყო მეორე ფრონტის გახსნის განზრახვა. ჯერ კიდევ არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომ ომი უნდა დაწყებულიყო უკრაინაში ნოემბერში ან დეკემბერში. ამ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ მეორე ფრონტის გასახნელად აქედან მზაობა ყოფილიყო. ეს სამწუხაროდ დაადასტურა ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება და არ შეეფერება. არაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები