Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკასომხეთში საქართველოსთან შედარებით თვიური ხელფასი 136$-ით მეტია

სომხეთში საქართველოსთან შედარებით თვიური ხელფასი 136$-ით მეტია

სომხეთში, საქართველოსთან შედარებით, საშუალო ხელფასი 28%-ით მაღალია. ამის შესახებ ინფორმაციას Economy of Armenia, Numbeo-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის მონაცემებით, რეგიონში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი სომხეთშია – $623.

მეორე ადგილზეა რუსეთი $502-ით, ხოლო მესამეზე საქართველო $487-ით.

ვებგვერდის ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, სომხეთში საქართველოსთან შედარებით თვიურად 28%-ით მაღალი ხელფასებია (136$-ით მეტი).

მომდევნო ადგილებს ინაწილებენ თურქეთი, აზერბაიჯანი და ირანი.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასმა $660 შეადგინა (1117₾). საშემოსავლოს და საპენსიოს გამოკლებით, საქართველოში საშუალო ხელფასი მინიმუმ $515-ია.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები