გამთენიისას 06:15 საათზე, სოფელ აწყურთან ქართული ნომრით მოძრავი ტრაილერი გადაბრუნდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
„ახალი მომხდარი იყო ავარია. მძღოლს ხელი ჰქონდა სისხლიანი და მაისურით გადახვეული. მოსახვევში სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა, ბეტონის ბორდიურებს შეეჯახა. ტრასაზე მცირე ოდენობის საწვავი იყო დაქცეული. პოლიცია და სამაშველოც მივიდა“,-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.