ლუგანსკის ოლქში სოფელ ბელოგოროვკაში რუსული სამხედროების მიერ დაბომბილი სკოლის ნანგრევებიდან 60 ადამიანი ჯერ კიდევ ვერ ამოჰყავთ. ამის შესახებ ლუგანსკის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ „ტელეგრამზე“ განაცხადა. ის ვარაუდობს, რომ ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანები უკვე გარდაცვლილები არიან.
„ჩვენ ყველა ვხედავთ როგორი გათავისუფლება მოაქვთ რუსებს დონბასში, ანადგურებენ რა ყველაფერს. გუშინ წინ ავიაბომბი სკოლას მოხვდა, რომელსაც თავს ადგილობრივი მოსახლეობა აფარებდა. 60 ადამიანი ვერც კი ამოგვყავს ნანგრევებიდან, იმიტომ, რომ იქ ჯერ კიდევ ყველაფერი იბომბება“,- განაცხადა გაიდაიმ.