Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარიმთავარისრულიად საქართველოს მუფთის პასუხი მამუკა მდინარაძეს

სრულიად საქართველოს მუფთის პასუხი მამუკა მდინარაძეს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას “რადიკალურ ისლამიზმთან” დაკავშირებით სრულიად საქართველოს მუფთი, ადამ შანთაძე გამოეხმაურა.

“იცხოვრეთ უსაფრთხოდ და მშვიდობით. მაშ, როგორ შეიძლება, ამ და მსგავსი მოწოდებისა და ღირებულების მქონე სარწმუნოებას ეწოდოს რადიკალური, ექსტრემისტული ან ფანატიკური. კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი შეფასებები რელიგიის მიმართ. ისლამი უზენაესი ალლაჰის მიერ მოვლინებული ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, რომელიც ქადაგებს ერთადერთი ღმერთის თაყვანისცემას, სიყვარულს, მშვიდობასა და სამართლიანობას”. – ამბობს სრულიად საქართველოს მუფთი, ადამ შანთაძე.

მდინარაძემ რუსულ კანონზე საუბრისას თქვა, რომ არავინ იცის, როგორ ფინანსდებიან “რადიკალური ისლამიზმის რაღაც მიმდევრობები და კონცეფციები”.

“იმაზე რატომ არავინ ლაპარაკობს, რომ ამ ქვეყანაში რადიკალური ისლამიზმის რაღაც მიმდევრობების და კონცეფციების დაფინანსება ხდება და კაციშვილმა არ იცის, საიდან რა ფული შემოდის, რა ფინანსდება და რისი პროპაგანდა მიდის?! ამაზე არავინ ლაპარაკობს, მაინც და მაინც დასავლეთს მიახტებიან ხოლმე – დაფინანსება ჩრდილოეთიდანაც არის, სამხრეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც”. – თქვა მდინარაძემ.

მოგვიანებით, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მის მიერ “რადიკალურ ისლამიზმზე” გაკეთებული განცხადების კრიტიკას გამოეხმაურა. მდინარაძე ამტკიცებს, რომ ბოდიში არა მას, არამედ იმ ადამიანებს აქვთ მოსახდელი, რომლებმაც “რადიკალური ისლამიზმის” ხსენება საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს დაუკავშირეს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები