Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოსტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, საქართველოს დავეხმაროთ სიმტკიცის გაძლიერებასა და თავდაცვაში

სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, საქართველოს დავეხმაროთ სიმტკიცის გაძლიერებასა და თავდაცვაში

NATO-ს ბუქარესტში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომლის მთავარი საკითხიც უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტი იქნება საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრებიან.

სტოლტენბერგის თქმით, ბუქარესტში ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა აჩვენებს, რომ NATO 3 ქვეყნის ერთგულია და მხარს უჭერს.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსისთვის ღირებული პარტნიორია და იმ ფაქტის გამო, რომ ქვეყნის ტერიტორიების ნაწილს რუსეთის მხარდაჭერილი ძალები აკონტროლებენ, საქართველოს თავდაცვის კუთხით გაძლიერება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

„შევხვდებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მოლდოვისა და ბოსნია ჰერცეგოვინას მინისტრებთან ერთად. თვითონ ფაქტიც რომ ვხვდებით ბუქარესტში აჩვენებს ჩვენს ძლიერ პოლიტიკურ ერთგულებას და მხარდაჭერას ამ ღირსეული პარტნიორების მიმართ.

საქართველო ჩვენთვის ძალიან ღირებული პარტნიორია. ვიცით რომ ეს პარტნიორობა რუსული ჩარევის საგანია. საქართველომ რუსული სამხედრო აგრესია 2008 წელს გამოცადა და ამ დრომდე საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები აკონტროლებენ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის საქართველოსთან მუშაობას, რომ გავაღრმაოთ თანამშრომლობა, დავეხმაროთ სიმტკიცის გაძლიერებასა და თავდაცვაში.“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები