Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკასუს-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აღნიშნული საქმე კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესებში შედიოდა.

სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აღნიშნული საქმე კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესებში შედიოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ე.წ ფარული მიყურადების საქმე გამოძიების დასრულებამდე  დაუზუსტებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სამართლებრივი სივრციდან მიზანმიმართულად გატანა და აღნიშნულის პოლიტიზება კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესებში შედიოდა.

„კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს პროკურატურასთან. სამსახურის ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს, ჩატარდეს კომპლექსური და სრულყოფილი გამოძიება და საზოგადოებას მიეწოდოს დადასტურებული ინფორმაცია.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე არსებითად უარყოფით გავლენას ახდენდა ცალკეული ქვეყნების ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკა და მისი რეალიზების მცდელობები. აღნიშნული ორგანიზაციების მეშვეობით, საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული სახელმწიფოები ცდილობდნენ მჭიდრო ურთიერთობები დაემყარებინათ საქართველოში მათდამი ლოიალურად განწყობილ მოქალაქეებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

ასევე, დადგინდა საზღვარგარეთ მოქმედი ე.წ. დონორი ორგანიზაციები, რომლებიც, სავარაუდოდ, მხარს უჭერდნენ საქართველოში ორგანიზაციების დაარსებას და ხელს უწყობდნენ ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოებას“ – აღნიშნულია განცხადებაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები