Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიდღის ფოტო"სფერო ინვესტი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“სფერო ინვესტი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“29 აპრილს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ბუნდოვანი განცხადება, შესაძლო კანონდარღვევის შესახებ და აღნიშნა, რომ „სფერო ინვესტი“ არ წარმოადგენს ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს. აღნიშნული განცხადება არ აძლევს მომხმარებელს ცხადი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას”,- აღნიშნული განცხადებით, კომპანია “სფერო ინვესტი” საქართველოს ეროვნული ბანკის გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება.

კომპანიამ განმარტა, რომ „სფერო ინვესტის“ საქმიანობა არ ექცევა ეროვნული ბანკის რეგულაციების ქვეშ, რადგან იგი არ არის სესხის გამცემი ორგანიზაცია, შესაბამისად სააქციო საზოგადოებას არ დაურღვევია არც კანონი და არც არსებული რეგულაციები.

“სააქციო საზოგადოება „სფერო ინვესტი“ ეროვნული ბანკისგან ყალბი, გადაუმოწმებელი და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის შეცვლას მოითხოვს. 29 აპრილს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ბუნდოვანი განცხადება, შესაძლო კანონდარღვევის შესახებ და აღნიშნა, რომ „სფერო ინვესტი“ არ წარმოადგენს ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს. აღნიშნული განცხადება არ აძლევს მომხმარებელს ცხადი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ჩვენ განვმარტავთ, რომ „სფერო ინვესტის“ საქმიანობა არ ექცევა ეროვნული ბანკის რეგულაციების ქვეშ, რადგან იგი არ არის სესხის გამცემი ორგანიზაცია, შესაბამისად სააქციო საზოგადოებას არ დაურღვევია არც კანონი და არც არსებული რეგულაციები. მეტიც, სწორედ ის მოცემულობა, რომ „სფერო ინვესტი“ არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის რეგულაციებს გვაძლევს შესაძლებლობას ანაბარზე უფრო მაღალი სარგებელი გავცეთ, ვიდრე რეგულირებას დაქვემდებარებული კომერციული ბანკები გასცემენ. სებ- ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიზნად ისახავს კომპანიის რეპუტაციის დაზიანებას, რაც კერძო ბანკების წისქვილზე ასხამს წყალს. სააქციო საზოგადოება „სფერო ინვესტი“ საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ანაბრის სახით მოზიდული თანხების მობილიზებას, ამ ეტაპზე ახდენს გრიგოლეთში მშენებარე „სფერო თაუერების“ პროექტში. სააქციო საზოგადოების საქმიანობა გამჭვირვალეა, თანხები კი იხარჯება მიზანმიმართულად მომგებიან ბიზნესებში, რაც თავის მხრივ გვაძლევს შესაძლებლობას ანაბარზე გავცეთ კომერციულ ბანკებზე მაღალი სარგებელი. ეს არის ახალი სიტყვა ქართულ ბიზნესში – ხალხისგან მოზიდული კაპიტალი ინვესტირდება უძრავ ქონებაში, საიდანაც ორივე მხარე იღებს მეტ სარგებელს. აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და მომხმარებელს ვთავაზობთ ანაბრის გახსნას ( ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი ბანკებისგან განსხვავებით) უპრეცედენტოდ მაღალ წლიურ 17 პროცენტში”-ნათქვამია “სფერო ინვესტის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადება შეგიძლიათ იხილოთ “სფერო ინვესტის” სოციალური ქსელის გვერდზე:

https://www.facebook.com/geosSferoinvest/photos/a.158091726684133/158090623350910/

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები