საქართველოს საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ილია დარჩიაშვილს ულოცავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.
საქართველოს პირველი დიპლომატის, ილია დარჩიაშვილისადმი გაგზვანილ მისალოც წერილში, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი იმედოვნებს, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის გაგრძელდება მეგობრული ურთიერთობები. სლოვაკეთი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
“სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებ, მოქალაქეებმა აირჩიეს ევროპული მომავალი. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ტრანსფორმაციისა და რეფორმების პროცესების საკუთარი გამოცდილების გაზიარება”, – აღნიშნულია წერილში.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა მიმართვაში საბერძნეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკუ პოპესკუც ულოცავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნას ილია დარჩიაშვილს. მისი განმარტებით საქართველოსა და მოლდოვას საგარეო უწყებების ერთად მუშაობის შედეგად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ხალხისა და ქვეყნების საკეთილდღეოდაა.
ასევე, საქართველოს პირველ დიპლომატს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დმიტრო კულებაც ულოცავს. კულება სოციალურ ქსელში წერს, რომ ის მოუთმენლად ელოდება ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან მუშაობას და საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად.
მიმართვა გაავრცელა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმაც გაავრცელა, მან ილია დარჩიაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო პოლონეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა.
„კარგად მახსოვს თქვენი აქტიური მოღვაწეობა პოლონეთში საქართველოს ელჩის პოზიციაზე და დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო თქვენი ხელმძღვანელობით აქტიურად გააგრძელებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დიპლომატიური გამოცდილება და ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციების განმტკიცებას მსოფლიო ასპარეზზე და შემდგომ ინტეგრაციას ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში“, – წერია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი ქართველი კოლეგისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ლატვიელი მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ასევე, საქართველოს პირველ დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნას გამოთქვამს.
იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუიჯი დი მაიო ქართველი კოლეგისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობა გაგრძელებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ნაყოფიერი დიალოგის განვითარების კონტექსტშიც ჰპოვებს.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ან ლინდე წერს, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსა და შვედეთის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას. შვედი მინისტრი აღნიშნავს, რომ შვედეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას.
“ჩემთვის დიდი პატივია ვიმუშაო თქვენთან ერთად, იმისათვის რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა“, – ნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს წერილში ნათქვამია.
ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნას თურქი კოლეგაც ულოცავს, მევლუთ ჩავუშოღლუს მისალოც წერილშიც ნათქვამია, რომ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოუთმენლად ელის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მჭიდრო თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გასავითარებლად.
“მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ერების კეთილდღეობას, ისევე როგორც რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩვენი საერთო მიზნების განხორციელების გზაზე, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ თურქეთის მხარდაჭერის იმედი“, – თურქეთის პირველი დიპლომატი წერს.
თავის მიმართვაში, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, არარატ მირზოიანი გამოთქვამს თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს და აღნიშნავს, რომ საქართველოსა დასომხეთს შორის მტკიცე მეგობრობა ხალხებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზეა დამყარებული.
აზერბაიჯანელმა კოლეგამ, ჯეიჰუნ ბაირამოვმა მიულოცა ილია დარჩიაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.