ქართველი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. გრიგალაშვილმა ფინალში გერმანელი სპორტსმენი ტიმო კაველიუსი იპონით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ეს საქართველოს ნაკრების მეორე მედალია. გუშინ ოქროს მედალი ლაშა შავთდათუაშვილმა მოიპოვა.