Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისპორტიტოჩინოშინმა ზედიზედ სამ ბრძოლაში გაიმარჯვა

ტოჩინოშინმა ზედიზედ სამ ბრძოლაში გაიმარჯვა

პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ, ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე – მაისის ბაშოზე – წარუმატებელი სასტარტო სამი ტურის შემდეგ, ზედიზედ სამ ბრძოლაში გაიმარჯვა და მეშვიდე ტურს ნულოვანი ბალანსით ხვდება. ტოჩინოშინის ზედმეტსახელით ცნობილი ქართველი სეკიტორი გაზაფხულის ბოლო შეჯიბრებაზე მეცხრე მაეგაშირის წოდებით გამოდის. პირადი რეიტინგის გასაუმჯობესებლად კი, მას შეჯიბრების მინიმუმ რვა ქულით დასრულება სჭირდება.

მაისის ბაშო 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. თხუთმეტტურიანი ტრადიციული მარათონის მეშვიდე ტურის შეხვედრები 14 მაისს შედგება და გორგაძის მეტოქე მეშვიდე მაეგაშირა კოტოეკო იქნება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები