Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარირეგიონიტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც ოზურგეთელი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც ოზურგეთელი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

ოზურგეთისა და ქობულეთის საზღვარზე, მდინარე ჩოლოქთან, ოზურგეთელი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. როგორც თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, ტრაგიკული შემთხვევა თევზაობის დროს მოხდა და ახალგაზრდა დენმა იმხვერპლა.

ფაქტს გიდასტურებთ. ახალგაზრდა მამაკაცი ნამდვილად სათევზაო ანკესით შეეხო მაღალი ძაბვის სადენს და სამწუხაროდ, დაიღუპა. პირველ რიგში ოჯახს ვუთანაგრძნობთ. შემთხვევისთანავე,   კომპანიის წარმომადგენლების მიერ მოხდა სადენების გაბარიტების შემოწმება. ამ დათვალიერების მიზანი იყო, შემოწმებულიყო, ნორმაში იყო თუ არა ყველა სადენი. ჩამოწეული ხომ არ იყო დაბალ სიმაღლეზე და ასე შემდეგ. შემოწმების შემდეგ კი დადგინდა, რომ ყველაფერი ნორმაში იყო. რაც შეეხება შემდგომ მოვლენებს, როგორც ვიცით, მიმდინარეობს გამოძიება, რაც უკვე ჩვენი კომპეტენცია არ არის. – განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯიას ,“ გურია-აჭარის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები