Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკატურიზმის აღდგენა პრაქტიკულად ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს

ტურიზმის აღდგენა პრაქტიკულად ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს

ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ტურიზმის აღდგენა პრაქტიკულად ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს. თუ შევადარებთ 2019 წლის მონაცემებს, თითქმის 70%-ით არის აღდგენილი ტურიზმი და ეს ძალიან სასიხარულო მონაცემებია. – პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ასევე აღნიშნა, რომ ისეთი მავნებლური და მადისკრედიტირებელი საუბარი, რომელიც მომდინარეობს ოპოზიციისგან, დამაზიანებელი და ანტისახელმწიფოებრივია.

„მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ჩვენ თუ შევხედავთ რა ხდება ზოგადად მსოფლიოში და აღარ მაქვს საუბარი იმ უბედურებაზე, რაც უკრაინაში ხდება, დამანგრეველი ომი და ომის შედეგებით გამოწვეული აი, ეს უბედურება და ნეგატიური ტალღა, რომელიც მთელ ევროპაში, მსოფლიოში ვრცელდება, ჩვენ ეს მაჩვენებელი გვახარებს, მაგრამ ეს შემთხვევით არ ხდება. მეგობრებო, ეს არის ჩვენი გააზრებული, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რომ ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, შევინარჩუნოთ მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა და გრძელვადიანი სტაბილურობა და მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, რეგიონების განვითარებას, გამოცოცხლებას, ტურიზმს, ვაჭრობას და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ. ისეთი მავნებლური და მადისკრედიტირებელი საუბარი, რომელიც მომდინარეობს ოპოზიციისგან, ეს არის დამაზიანებელი, ანტისახელმწიფოებრივი. არ შეიძლება საუბარი ჩემი სასამართლო. ეს არის ჩვენი სასამართლო, ამაში ჩვენმა ხალხმა უამრავი ფული ჩადო. ყველაფერი უნდა დავაფასოთ. პროგრესი, რაც იქნა მიღწეული, უნდა დავინახოთ. კიდევ უფრო უკეთესი გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი. ამას სჭირდება დრო.“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები