Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარისპორტიუეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება

უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება

საქართველო 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

როგორც მინსიტრმა განმარტა, სტადიონების რეაბილიტაციასა და ახალი სტადიონების მშენებლობისთვის 100 მლნ ლარი არის გათვალისწინებული.

მისივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია, როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ისე ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა.

„2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველო უმასპინძლებს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატს, რომელიც უეფას ეგიდით ჩატარდება. ეს არის ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ჩემპიონატი ახალგაზრდებში, რომელიც საქართველოში სამ ქალაქში გაიმართება, ფინალიც საქართველოში იქნება. ბუნებრივია, ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება მიიღო, რომლის ფარლგებშიც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ჩაერთვება შესაბამისი სტადიონების რეაბილიტაციაში, ასევე ახალი სტადიონების მშენებლობაში, რაშიც 100 მლნ ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაოები წელსვე დაიწყება, რათა მომდევნო წელს მზადყოფნაში იყოს. ასევე გათვალისწინებულია მოედნების რეკონსტრუქცია, როგორც სათამაშო, ისე სავარჯიშო მოედნები უეფას შესაბამისი სტანდარტების მიხედვით იქნება გაკეთებული. საერთო ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული ობიექტია განსაზღვრული, რომელშიც მუნიციპალური განვითარების ფონდი იქნება ჩართული. უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა და ყველა რესურსი მიმართული იქნება აღნიშნულის განსახორციელებლად.

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის ინიციატივა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, რათა ფოკუსირებულად შესაბამის ჯგუფზე იყოს დახმარებები. 100 მლნ ლარის დახარჯვა სტადიონებისთვის, რათა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღოს და მოსახლეობას ჰქონდეს საერთაშორისო ტურნირს დაესწროს და უქომაგოს საქართველოს ნაკრებს, მერწმუნეთ, ამად ღირს“. – განაცხადა  მინისტრმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები