▪️აფეთქებები და საარტილერიო დაბომბვა ხერსონის რაიონში არ წყდება. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
▪️ქალაქ იზიუმში მამაკაცების იძულებითი მობილიზაცია დაიწყეს. ამიერიდან მამაკაცებს საგუშაგოს გადაკვეთის უფლება მხოლოდ სამხედრო ბილეთის ქონის შემთხვევაში აქვთ. ოკუპანტები ბინებშიც იჭრებიან, ანტიტერორისტული ოპერაციის ყოფილ ვეტერანებსა და საზოგადოებრივ აქტივისტებს ეძებენ.
▪️ხარკოვის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სალტოვკაში მდებარე რამდენიმე მაღალსართულიან კორპუსში რუსული დაბომბვის გამო ხანძარია. ოკუპანტები აგრძელებენ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილის დაბომბვას.
▪️უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული 919 დასახლება უკვე გაათავისუფლა. კიდევ 2000 ქალაქი და სოფელი რჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ.
გათავისუფლებული დასახლებების 29%-მა უკვე გაააქტიურა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობა, ხოლო 70 დასახლებაში ტერიტორიები უკვე განაღმულია.
▪️ბრიტანეთის მთავრობა არ აპირებს მოიქცეს ისე ,როგორც რუსეთს სურს და მარიუპოლში ტყვედ ჩავარდნილი თავისი მოქალაქეები პროკრემლის სახალხო დეპუტატ ვიქტორ მედვედჩუკში გაცვალოს. – განაცხადა ჩრდილოეთ ირლანდიის მინისტრმა ბრენდონ ლუისმა.