Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიმთავარიუკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 22 სამხედრო დააბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 22 სამხედრო დააბრუნა

რუსეთის ტყვეობიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ 22 უკრაინელი ჯარისკაცი დაბრუნდა, მათ შორის ორი ოფიცერი, რიგითები და სერჟანტები, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ისინი მონაწილეობდნენ ბრძოლებში სხვადასხვა მიმართულებით, გათავისუფლებულებს შორის არიან დაჭრილები. ყველაზე უფროსი 54 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა – 23 წლის”, – დაწერა ერმაკმა „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, ყველა გათავისუფლებული გაივლის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციის, რეინტეგრაციის კურსს და სამედიცინო სპეციალისტების მხარდაჭერით მიიღებს აუცილებელ მკურნალობას.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები