PMC კვლევითი ცენტრმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტიანობის შეფასება გამოაქვეყნა. ღონისძიებაში საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის უფროსი ექსპერტი გიორგი გოგუაძეც მონაწილეობდა, რომელმაც საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების მიერ რუსეთ-უკრაინის ომის შეფასება და სტრატეგიული მოლოდინები განიხილა. მისი აზრით, ამ ომში უკრაინას დანებების საშიშროება არ ემუქრება.
„თეორია იმგვარად ვითარდება, რომ დანებების ალბათობა მაშინ იზრდება, როცა პროცესები სწრაფად ვითარდება და სახელმწიფოს არანაირი რესურსი და ბერკეტი არ გააჩნია ამ პროცესის შესანელებლად. ახლა, უკრაინას ეს რესურსი არ გააჩნია, მას ადეკვატური რესურსები ექნება, რომ სურათი თავის სასარგებლოდ შეცვალოს.
რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, იქნება თუ არა რუსეთში დროშის ირგვლივ გაერთიანების ბიძგი, რომ ყველაფერი დასავლეთს დაბრალდეს და არა იმ პოლიტიკურ რეჟიმს, რომელმაც ომთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, ავტორიტარულ რეჟიმებს იმპულსსარ გააჩნია , რომ ხალხს პროტესტი გაუჩნდეს, რეჟიმი შეცვალოს და ეს პროცესი გააჩეროს, ამიტომ რეჟიმმა შეიძლება ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და დროშის გარშემო გააერთიანოს ხალხი“ – აღნიშნა გიორგი გოგუაძემ.
მან ისაუბრა იმაზც, თუ რა მოხდება, თუკი რუსეთი ოდესას აიღებს: “ამ შემთხვევაში იგი შეძლებს, როგორც დამატებითი კონტროლის დაწესებას შავი ზღვის დასავლეთით, ასევე ნატოს წევრ ორ სახელმწიფოს, რუმინეთსა და ბულგარეთს უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დააყენებს. ამასთან, რეგიონი, შესაძლოა, დიდი გამოწვევის წინაშე დააყენოს, რადგან საპორტო ქალაქებში ის თავის საზღვაო ძალებს გაამაგრებს, რაც შავი ზღვის რეგიონს ნატოს გემებისთვის ე.წ. No Go Area -ად აქცევს”.