Thursday, March 23, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაუკრაინაში დაღუპულთა ოჯახებმა იმავე სოციალური პაკეტით უნდა ისარგებლონ, რითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის...

უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებმა იმავე სოციალური პაკეტით უნდა ისარგებლონ, რითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები სარგებლობენ

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. რომლის მიხედვით უკრაინაში დაღუპულების ოჯახებმა იმავე სოციალური დაცვის პაკეტით უნდა ისარგებლონ, რითაც  ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები სარგებლობენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძის განცხადებით, მათი ფრაქცია კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც უკრაინაში მებრძოლეთათვის ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

„უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას 9 ქართველი გმირი შეეწირა, ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაც არის. ქართული სახელმწიფო თუ ვინმესთან ვალშია, სწორედ ამ თავდადებულ ადამიანებთანაა, რაზეც დგას დღეს ქართული სახელმწიფო. სწორედ ამიტომაც, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს, რომელიც ცვლილებების შეტანას წარადგენს, საქართველოს კანონში ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ. ამ ცვლილების მიხედვით უკრაინაში დაღუპულების ოჯახებმა იმავე სოციალური დაცვის პაკეტით უნდა ისარგებლონ, რითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ოჯახები სარგებლობენ. ეს ერთჯერად დახმარებას 10.000 ლარის ოდენობით და კანონით გათვალისწინებულ სხვა შეღავათებს გულისხმობს.

მეორე საკანონმდებლო ინიციატივა, რაზეც ასევე მუშაობს ფრაქცია, იმ ქართველ მებრძოლებს ეხება, რომლებიც იბრძოდნენ წინა ხაზზე უკრაინაში და უკრაინელებთან ერთად საქართველოს თავისუფლებასაც იცავენ, ამ მებრძოლებს ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით უნდა ჰქონდეთ იგივე ომის ვეტერანის სტატუსი, რაც აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებს და ასევე, სამშვიდობო მისიებში მონაწილე პირებს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივას ექნება მხარდაჭერა“, –  განმარტა წითლიძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები