Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაუკრაინაში დაღუპული მებრძოლები, ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი გამთენიისას ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული მებრძოლები, ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი გამთენიისას ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, ვარშავიდან თბილისში ჩამოასვენეს.

გამთენიისას, ვარშავიდან თბილისში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, 21 წლის ნიკოლოზ შანავა და 47 წლის დავით მენაბდიშვილი. ისინი ბატალიონ „კარპატსკა სიჩის“ წევრები იყვნენ და ხარკოვის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაიღუპნენ.

მათი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. დაღუპული ქართველები აეროპორტიდან საქართველოსა და უკრაინის ჰიმნის ფონზე გამოასვენეს.

დავით მენაბდიშვილი, მშობლიურ ქალაქში რუსთავში გადაასვენეს. მას ახლობლები და თანამოქალაქეები დროშებით და ყვავილებით რუსთავის შესასვლელშიც დახვდნენ. მოქალაქეების ნაწილმა მის ხსოვნას პატივი მუხლმოდრეკილმა, დუმილით მიაგო.

დავით მენაბდიშვილი რუსთავის სიონის ტაძარში დაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. რუსთაველ სამხედროს, არსებული ინფორმაციით, ხვალ დაკრძალავენ.

ქართველი მებრძოლები 9 აპრილს უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად შეტაკების დროს დაიღუპნენ.

ნიკოლოზ შანავა და დავით მენაბდიშვილი 9 აპრილს დაიღუპნენ ხარკოვის მახლობლად, რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული საარტილერიო შეტევისას.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები