Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიUncategorizedუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ვიტალი ორბელაძე დაიღუპა. ინფორმაცია მოხალისეთა ბატალიონ “კარპატსკა სიჩიმ” გაავრცელა.

ატალიონის „ფეისბუკის“ გვერდზე მოჰყავთ ვიტალი ორბელაძის მეუღლის, ელენა ივანოვნას სიტყვები: „ის იყო მამაცი, თავდადებული ადამიანი. მოსიყვარულე მეუღლე, მამა და ბაბუა. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი მათგანი მისი ბიოლოგიური შვილი არ ყოფილა, ის მათი მენტორი და ერთგული მეგობარი გახდა, ვისაც რთულ დროს შეიძლება, რომ დაეყრდნო. ჩვენი ორი შვილი, რომანი და რუსლანი ასევე ჯარში არიან და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან.“

ვიტალი ორბელაძე კიევში ცხოვრობდა. მას მეუღლე, 6 შვილი და 4 შვილიშვილი დარჩა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები