Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოუკრაინაში ომი მსოფლიოსთვის ბავშვთა მწვავე შიმშილის პრობლემას გააღრმავებს

უკრაინაში ომი მსოფლიოსთვის ბავშვთა მწვავე შიმშილის პრობლემას გააღრმავებს

გაეროს ბავშვთა სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინაში – მარცვლეულის ერთ-ერთ უმსხვილეს მიმწოდებელ ქვეყანაში – მიმდინარე ომი საფრთხეს წარმოადგენს, მსოფლიო შევიდეს საკვების კრიზისის “სპირალში”, რაც მწვავე შიმშილის პრობლემას გააღრმავებს, მათშორის ბავშვებში.

17 მაისს გავრცელებულ  UNICEF-ის ანგარიშში აღნიშნულია,რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის შედეგად შიმშილით გამოფიტულ ბავშვებში სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი მკურნალობის ფასი 16 პროცენტით მოიმატებს, – რასაც ემატება კორონავირუსის პანდემიით და კლიმატის ცვლილებებით ისედაც დამძიმებულ ვითარებას საკვების სისტემაში.

“მანამდეც, სანამ უკრაინაში მიმდინარე ომი დაამძიმებდა მსოფლიოში საკვების უსაფრთხოებას, კონფლიქტები, კლიმატური შოკები და COVID-19 უკვე მნიშვნელოვნად ართულებდა ოჯახების შესაძლებლობას გამოეკვებათ თავიანთი შვილები” – ამბობს UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი, კეტრინ რასელი.

ანგარიშის თანახმად, მზა თერაპიული საკვებისთვის საჭირო ნედლი ინგედიენტების ფასი გაიზარდა გლობალური საკვების კრიზისის პირობებში – რომელსაც იწვევს ომი და პანდემია. საფრთხის ქვეშაა აგრეთვე გლობალური სისტემა, რომელიც აფინანსებს მწვავე შიმშილში მცხოვრები ბავშვების გადარჩენას.

წლის ბოლომდე თანხების შედინების გარეშე, 600 000-მდე ბავშვი შეიძლება შეუერთდეს იმ 10 მილიონამდე ბავშვს, რომლებიც უკვე განიცდიან ორგანიზმის მწვავე და სიცოცხლისთვის სახიფათო გამოფიტვას საკვების ნაკლებობის გამო – ამბობს გაეროს ბავშვთა სააგენტო.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები