ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანა აცხადებს, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს.
„აშკარაა, რომ მომდევნო დღეები და კვირები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, მაგრამ ომის დასრულებას ალბათ, უფრო მეტი დრო დასჭირდება. შეიძლება გაგრძელდეს კვირები, თვეები, წლებიც კი – ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ საბოლოოდ, იმედია, უკრაინა ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს,“ – ამის შესახებ მირჩა ჯოანამ განაცხადა.