წმინდა პეტრეს მოედანზე, შუადღის კურთხევისას, , 85 წლის რომის პაპმა ფრანცისკემ, თქვა, რომ ომს “ტანჯვა და ტირილი” მოაქვს, და მოწოდება გამოთქვა, ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისკენ “აზოვსტალის” ქარხანაში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ რუსეთი არ გაუკრიტიკებია, ფრანცისკემ თქვა, რომ უკრაინის აზოვის ზღვისპირა სანავსადგურო ქალაქი “ბარბაროსულად დაიბომბა და განადგურდა”.
ფრანცისკემ რამდენჯერმე გამოთქვა უდიდესი წუხილი მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. “დაე, დადუმდეს იარაღი, რომ მათ, ვისაც ომის შეჩერება ძალუძთ, გაიგონონ მთელი კაცობრიობისგან მომავალი მშვიდობის ძახილი”თქვა მან 27 აპრილის მესის დროს.