Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაუკრაინაში რუსული აგრესიის გასამართლებლად, გერმანიაში 140-ზე მეტი საქმეა აღძრული

უკრაინაში რუსული აგრესიის გასამართლებლად, გერმანიაში 140-ზე მეტი საქმეა აღძრული

უკრაინის წინააღმდეგ 140-ზე მეტ საქმეს იძიებს გერმანიის ფედერალური პოლიცია და პროკურატურა, რუსეთის ომის გამართლების მიზნით. ამის შესახებ გერმანულიგამოცემები DW წერენ, 18 აპრილის ნომრებში გამოქვეყნებულ ცნობებზე დაყრდნობით.

გერმანიაში აღძრული საქმეების უმრავლესობა ეხება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის სიმბოლოდ ქცეული Z-ის გამოყენებას.

რუსული აგრესიის მხარდაჭერის ნიშნად, საზოგადოებრივ ადგილებში Z-ის გამოყენება გერმანიაში ისჯება ჯარიმით, ხოლო მას, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას წაახალისებს ან მოიწონებს საჯარო შეკრებებზე გამოსვლით, ან წერილობითი მასალების გავრცელებით, სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

24 თებერვლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ,, რუსულენოვანი დიასპორის დისკრიმინაციისგან დაცვის მიზნით, გერმანიაში არაერთი აქცია გაიმართა, რომელთა მონაწილეები ფაქტობრივად, რუსეთისადმი მხარდაჭერას ღიად გამოხატავდნენ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები