შავ ზღვაში, ჩორნომორსკის პორტი, ქალაქ ოდესასთან მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ერთმა გემმა დატოვა ახალი “ჰუმანიტარული დერეფნის” გამოყენებით.განცხადება, ოლექსანდრ კუბრაკოვმა გააკეთა.
კუბრაკოვის ინფორმაციით, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემი 17 600 ტონა ხორბლითაა დატვირთული, რომელიც ეგვიპტეში უნდა ჩაიტანოს.
უკრაინული მედიის ცნობით, გემის ეკიპაჟი ეგვიპტის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ალბანეთისა და ბელგიის მოქალაქეებისგან შედგება.
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეს მარცვლეულით დატვირთული მეორე გემია, რომელიც ამ პორტიდან გავიდა.