უკრაინაში, რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე 349 დაშავდა და 191 ბავშვი გარდაიცვალა, – უკრაინის გენერალურ პროკურატურის ცნობით.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთით განხორციელებულ დაბომბვებს რამდენიმე ბავშვი, ბოლო დღეებში ემსხვერპლა.
მათივე ინფორმაციით, 16 წლის გოგონასა და 10 წლის ბიჭის დამწვარი ცხედარი კიევის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ ბოროდიანკასა და დასავლეთ უკრაინაში, კოროლევკაში იპოვეს.
ხარკოვის დაბომბვებს ბავშვებიც ემმსხვერპლნენ. ხერსონში კი – საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, 15 წლის გოგონა მძიმედ დაშავდა.