Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოუკრაინა მზადაა აგრესორების ცხედრები დააბრუნოს

უკრაინა მზადაა აგრესორების ცხედრები დააბრუნოს

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინა მზადაა რუსი სამხედროების ცხედრები სახლში დააბრუნოს.

13 მაისს, კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში, მაცივრის ტიპის ვაგონები რუსი სამხედროების ცხედრებით დატვირთეს.

უკრაინის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ლიამზინის განცხადებით, ეს ნაბიჯი შეესაბამება „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს“:

„ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ, ორივე მხარემ, მეორე ქვეყანას დაღუპულების ცხედრები უნდა დაუბრუნოს. უკრაინა მზადაა დააბრუნოს აგრესორების ცხედრები“.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან რუსული არმიის დაახლოებით 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე არის დაღუპული. რუსეთს ინფორმაცია საკუთარი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ 25 მარტის შემდეგ არ განუახლებია. რუსული მხარე ლაპარაკობდა მხოლოდ 1351 დაღუპულზე.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები