დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინა რუსეთის შემოჭრიდან ორი თვის შემდეგ, მისი საჰაერო სივრცის უმეტესობაზე კონტროლს ინარჩუნებს.
“უკრაინა თავისი საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე კონტროლს ინარჩუნებს. რუსეთმა უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის განადგურება ვერ შეძლო. უკრაინა რუსეთის საჰაერო თავდასხმების მოგერიებას რისკის ქვეშ აგრძელებს,” – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, რუსეთის საჰაერო აგრესია ახლა სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაზეა ორიენტირებული, რათა იქ მისი სახმელეთო ძალების მხარდაჭერა უზრუნველყოს. ამასთან, რუსეთის წვდომა უკრაინის ჩრდილოეთით და დასავლეთით კვლავ ძალიან შეზღუდულია.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმები უკრაინის ინფრასტრუქტურასა და სამხედრო აქტივებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.