უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია.
“თუმცა მოლაპარაკების პროცესი აღდგება და როგორც წარმომიდგენია, მოდერატორი ზელენსკი იქნება.”- თქვა პოდოლიაკმა.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რომ კიევი პრაქტიკულად გამოვიდა მოლაპარაკებებიდან.
უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა.
29 მარტს, სტამბოლში მოლაპარაკებების რაუნდზე უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც დაასახელა, რომლებიც გარანტორები უნდა იყვნენ. ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციებიც წარადგინა.