Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოუკრაინისთვის მსოფლიო ერთიანდება და დიდ მხარდაჭერას ხამოხატავს

უკრაინისთვის მსოფლიო ერთიანდება და დიდ მხარდაჭერას ხამოხატავს

ჩვენ ვიცავთ უკრაინას, ჩვენს ქვეყანაში, სახლში. უფრო კონკრეტულად – დაიჯესტი:

პარიზში, ხალხი უკრაინის მხარდასაჭერად, რუსეთის წინააღმდეგ გამოვიდა, ხოლო ქალაქ პერტში (დასავლეთ ავსტრალია) უკრაინის დიდი დროშა შეკერეს, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დატოვოს სურვილები ან მხარდამჭერი ჩანაწერები. მას შემდეგ, რაც მას ბერლინში წაიღებენ, იქიდან კი – ლონდონში, შემდეგ შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში გაემგზავრება. საბოლოოდ, ბანერი თავის მოგზაურობას კიევში დაასრულებს.

72 წლის ამერიკელმა მსახიობმა რიჩარდ გირმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და შეუერთდა საქველმოქმედო აქციას CARE’s Ukraine Crisis Fund-ს, რომელიც ეხმარება უკრაინელებს: „ქალებს, ბავშვებს, პატარა ბიჭებს და გოგონებს, მოხუცებიც იძულებულნი არიან გაიქცნენ ომიდან. შიში, შიმშილი, სიცივე, გაქცევა უსაფრთხოებისა და დახმარების ძიებაში. სოლიდარობის გამოსახატად უკრაინელი ხალხის მიმართ , რომ ისინი არ არიან მარტო, მხოლოდ საკუთარ თავის იმედად დარჩენილი და არ დარჩებიან პირისპირ პრობლემების წინაშე, უერთდება Care Crisis Ukrainian Fund-ს.

შვედეთის მოქალაქემ გაყიდა თავისი იახტა და შვედ ექიმებთან ერთად იყიდა სასწრაფო დახმარების მანქანების პარტია უკრაინისთვის, რომელიც უკვე დანიშნულების ადგილზეა – ქალაქ ტროსტიანეცში, სუმის რეგიონი. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი მათგანის საჭესთან თავად ქველმოქმედი იჯდა.

გასულ შაბათ-კვირას კალიფორნიაში გაიმართა მსოფლიოში ცნობილი კოაჩელას მუსიკალური ფესტივალი, სადაც ვარსკვლავებმა ყურადღება უკრაინაში მიმსინარე ომზე გაამახვილეს და სპექტაკლების დროს უკრაინელებს სოლიდარობა გამუცხადეს. გადასაღებ მოედანზე ბრიტანელმა მომღერალმა და მსახიობმა ჰარი სტაილსმა სცენაზე ეკრანები ლურჯი და ყვითელი ფერებით გაანათა. ასევე სპექტაკლის დროს იტალიურმა ჯგუფმა Måneskin-მა პირველად შეასრულა ახალი ტრეკი, რომელიც მანამდე სოციალურ ქსელებში დაანონსდა უკრაინის დასახმარებლად მოწოდებით და პუტინი სცენიდან ცნობილი მიმართულებით გააძევეს. კანადურმა ჯგუფმა Arcade Fire-მა თავისი ჰიტი The Suburbs უკრაინელებს მიუძღვნა.

ესპანელმა თავდამსხმელმა ფრან სოლმა, რომლის კონტრაქტიც კიევის დინამოს ეკუთვნის, ესპანეთში, საკუთარ სახლში უკრაინიდან ლტოლვილები მიიღო: „ნებისმიერი დახმარება მცირეა. ეს არის ყველაზე მცირე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. მე და ჩემი ოჯახი ბედნიერი ვართ, რომ ჩვენს სახლში ხარ. ვიმედოვნებ, რომ ეს ხოცვა-ჟლეტა მალე დასრულდება და შესძლებთ თქვენს სახლში დაბრუნებას, ახლა კი აქ იგრძენით თავი როგორც საკუთარ სახლში. დიდება უკრაინას!”

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები