Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოუკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო საზღვაო პორტებს დროებით ხურავს

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო საზღვაო პორტებს დროებით ხურავს

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გადაწყვიტა ბერდიანსკის, მარიუპოლის, სკადოვსკის და ხერსონის საზღვაო პორტები დახუროს, სანამ ეს ტერიტორიები რუსი სამხედროებისგან არ გათავისუფლდება.

გადაწყვეტილება გემებისა და მგზავრების მომსახურეობის, ტვირთის, ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული სხვა ეკონომიკური საქმიანობის შეუძლებლობის გამო მიიღეს. საზღვაო პორტების ბლოკირება გავლენას ახდენს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის უნარზე. ომამდე ქვეყანას შეეძლო ყოველთვიურად 4 მილიონი ტონა მარცვლეულის მიწოდება, ახლა ეს მაჩვენებელი 600-800 ათასი ტონაა, თქვა უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დენის მარჩუკმა.

მანამდე პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას განიხილა სასურსათო კრიზისი, რომელიც შეიძლება მოხდეს მსოფლიოში უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ. უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის პორტები უნდა განბლოკოს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები