Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოუკრაინის პროკურორმა ბუჩას დანაშაულებში ეჭვმიტანილი 10 რუსი ჯარისკაცი დაასახელა

უკრაინის პროკურორმა ბუჩას დანაშაულებში ეჭვმიტანილი 10 რუსი ჯარისკაცი დაასახელა

უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიკტოვას განცხადებით, დადგენილია იმ რუსი ჯარისკაცების ვინაობა, რომლებიც ბუჩაში ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობდნენ.

იდენტიფიცირებულია 10 ჯარისკაცი, რომელიც ქალაქის ოკუპაციის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების წამებაშიიღებდნენ მონაწილეობას. 

სამხედრო მოსამსახურეები 64-ე ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადას ეკუთვნიან. დასახელებულ ჯარისკაცებიდან 4 რიგითია, 4 – კაპრალი, 2 კი სერჟანტია.

ამ თვის დასაწყისში კი აღნიშნულ ბრიგადას პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა.

“რუსი სამხედროები მსხვერპლებს მოკვლით ემუქრებოდნენ და ტყვეების სიკვდილით დასჯასაც იმიტირებდნენ მათი მიმართულებით სროლით. თითეული მათგანის როლი და მონაწილეობა ამ დანაშაულებში დადგინდა პროკურორებისა და პოლიციის თანამშრომლების საგამოძიებო და კოორდინირებული მუშაობით… ამჟამად ვამოწმებთ მათ მონაწილეობას ბუჩას მკვლელობებში”. – ამბობს ვენედიკტოვა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები