უკრაინის უმაღლესმა რადამ სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას უნდობლობა გამოუცხადა და უფლებამოსილება შეუჩერა. უკრაინული მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დენოსოვას წინააღმდეგ ხმა 234-მა დეპუტატმა მისცა. მისი გათავისუფლების უფრო ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ მის გასათავისუფლებლად გამოიყენეს მექანიზმი, რომელიც უკრაინის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ლუდმილა დენისოვა ომბუდსმენის თანამდებობას 2018 წლის 15 მარტიდან იკავებდა.
2022 წლის 27 აპრილს ყოფილმა ბავშვთა ომბუდსმენმა მიკოლა კულებამ დენისოვა რუსი დამპყრობლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა. კულებას თქმით, ომუდსმენმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იმალებოდა ხერსონში 58 ბავშვი და, სავარაუდოდ, ამის შემდეგ დამპყრობლებმა ისინი ყირიმში წაიყვანეს.