Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარირეგიონიუკრაინის სამხედრო ატაშე-" ჩვენ სულ ვგრძნობთ ჩვენი ძმების, ქართველი ხალხის მხარდაჭერას.ჩამოვედი, რათა უკანასკნელ...

უკრაინის სამხედრო ატაშე-” ჩვენ სულ ვგრძნობთ ჩვენი ძმების, ქართველი ხალხის მხარდაჭერას.ჩამოვედი, რათა უკანასკნელ გზაზე გავაცილო ჩვენი გმირი”

უკრაინის სამხედრო ატაშემ საქართველოში, გენერალ-მაიორმა სერგეი კრავჩუკმა უკრაინაში ომში დაღუპულ ქართველი მებრძოლის ალიკა ცაავას ოჯახს მიუსამძიმრა.

“ორ თვეზე მეტია, რაც რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ომის პირველივე დღიდან ქართველები მოხალისეებად წავიდნენ უკრაინაში, რათა დაეცვათ უკრაინის დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ უკვე გვყავს 10 დაღუპული. დღეს მე ჩამოვედი, რათა უკანასკნელ გზაზე გავაცილო ჩვენი გმირი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე დათმო უკრაინის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ჩვენ სულ ვგრძნობთ ჩვენი ძმების, ქართველი ხალხის მხარდაჭერას” ,- განაცხადა გენერალ- მაიორმა სერგეი კრავჩუკმა.

40 წლის ალიკა ცაავა უკრაინაში 16 აპრილს, მაშინ დაიღუპა, როდესაც თანამებრძოლთან ერთად დაჭრილების გამოყვანას ცდილობდა. ალიკა ცაავას ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები