„აქამდე რუსი სამხედროები ძირითადად ნავთობბაზებს ბომბავდნენ, ცდილობდნენ რა ნავთობის მიწოდების ჯაჭვის გაწყვეტას, ახლა კი მათ სტრატეგია შეცვალეს და სარკინიგზო გზებს ბომბავენ, როგორც დასავლეთიდან აღმოსავლეთით, ასევე პირიქით, აღმოსავლეთიდან დასავლეთით. ისინი მიიჩნევენ, რომ შეძლებენ არა მხოლოდ უკრაინის ჯარის აღჭურვის, არამედ უკრაინის ექსპორტის განადგურებასაც“,- განაცხადა უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ.
მისი თქმით, რუსეტის სამხედრო ძალების მხრიდან მხრიდან სარკინიგზო გზების დაბომბვის მიზანი უკრაინული ჯარის აღჭურვის გარდა, უკრაინიდან პროდუქციის ექსპორტის შეჩერებაც არის.
დენისენკომ აღნიშნა, ახლა რასაც რუსული ძალები სარკინიგზო გზების დაბომბვით აღწევენ არის ის, რომ მხოლოდ ნელდება ტემპი და შეიძლება გამოიწვიოს მატარებლების მოძრაობის შეფერხება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რაც არ უნდა მოხდეს რკინიგზა რჩება ერთ-ერთ ყველაზე საიმედო სატრანსპორტო საშუალებად, თუმცა კრამატორსკის შემდეგ არაფრის პროგნბოზირება არ შეიძლება მგზავრებთან მიმართებით.