The Guardian-ის ინფორმაცით უკრაინის ჯარები ბელორუსის საზღვარზე შესაძლო შეტევისთვის ემზადებიან. მანამდე ბელორუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანმა ალექსანდრე ვოლფოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები ქვეყნის ტერიტორიაზე შემოდიოდნენ, ასევე ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის მხრიდან მზარდი საფრთხის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია:
„უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ოპერატიულად შექმნილი სამხრეთ დაჯგუფება 20 000-მდე ადამიანის საერთო რაოდენობით ჩვენგან პასუხს მოითხოვს. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვედანაყოფების ძალები სამი ტაქტიკური მიმართულებით არის განლაგებული”.