უკრაინის ჯარი რუსეთის პოზიციებზე აქტიური კონტრშეტევისთვის მზად მას შემდეგ იქნება, რაც მძიმე შეიარაღების საკმაო მოცულობას პარტნიორებისგა მიიღებს, – უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით, ეს ივლისის შუა რიცხვებისთვის მოხდება.
უკრაინა იარაღს მიიღებს არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან “ლენდ-ლიზის” პროგრამით, არამედ სხვა სახელმწიფოებისგანაც.
„ლენ-ლიზი” მხოლოდ ერთი წყაროა. გერმანელებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები უკვე სწავლებას მათ ჰაუბიცებზე გადიან – Panzerhaubitze 2000. ძალიან კარგი, ხარისხიანი იარაღია. პირველი სერიოზული იარაღი, სერიოზული რაოდენობით, ვფიქრობ ივლისზე ადრე არ ჩამოვა“.- განაცხადა არესტოვიჩმა.