Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოუკრაინულმა მხარემ ბოლო 24საათში ცხრა რუსული თავდასხმა მოიგერია

უკრაინულმა მხარემ ბოლო 24საათში ცხრა რუსული თავდასხმა მოიგერია

რუსული ძალები შეტევით ოპერაციებს იზიუმ-ბარვინკოვესა და იზიუმ-სლოვიანსკის მახლობლად აწარმოებდნენ – ამ და გასული ღამით განვითარებულ სხვა მოვლენებზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახლებული ინფორმაცია „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე გამოაქვეყნეს.

„დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით მტრის ჯარების ჯგუფი აქტიურ მოქმედებას ახორციელებს კონტაქტის ხაზის მთელ მონაკვეთზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინული ძალების განცხადებით, დონეცკსა და ლუგანსკში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ცხრა რუსული თავდასხმა მოიგერიეს, გაანადგურეს რვა ტანკი, ერთი საარტილერიო სისტემა, ოცდაოთხი ერთეული ჯავშანტექნიკა, ერთი სპეციალური მანქანა, ისევე როგორც ხუთი მანქანა, მათ შორის ორი საწვავის ავზი. საჰაერო თავდაცვის ძალებმა შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი და ორი სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი გაანადგურეს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები