Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოუკრაინულმა მხარემ დონეცკის ოლქზე კონტროლი აღადგინა

უკრაინულმა მხარემ დონეცკის ოლქზე კონტროლი აღადგინა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქზე, ქალაქ მარინაკაზე კონტროლი აღადგინეს. ინფორმაცია უკრაინის გენშტაბმა გაავრცელა.

„დონეცკის მიმართულებით, ქალაქ მარინკას მახლობლად, ჩვენი ჯარების კონტრშეტევის შედეგად მტერმა ზარალიგანიცადა და უკან დაიხია. თავდაცვის ძალების ნაწილებმა აღადგინეს კონტროლი ამ დასახლებაზე. სლობოჟანსკისმიმართულებით მტერი ნაწილობრივ ბლოკავს ქალაქ ხარკოვს. მტრის ქვედანაყოფები ცდილობდნენ წინსვლას დათავდასხმის ოპერაციების ჩატარებას ქალაქ იზიუმის სამხრეთით. მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას, განიცადეს ზარალი დაიძულებული გახდნენ უკან დაეხიათ ადრე დაკავებულ პოზიციებზე.“- აცხადებს გენშტაბი.

მათივე ინფორმაციით, ბელარუსის ტერიტორიიდან რუსი სამხედროები აგრძელებენ დაზიანებული ჯავშანტექნიკის გატანასსარკინიგზო ტრანსპორტით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. 

გენერალური შტაბის ცნობით, რუსულ სამხედრო ძალებს დიდი დანაკარგები აქვთ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები