უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში რუსული ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს. ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულმა შტაბმა გაავრცელა.
“ჩვენმა ჯარისკაცებმა ხარკოვში კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი Ka-52 გაანადგურეს. 2008 წელს წარმოებულ ამ საბრძოლო ვერტმფრენს ლაზერული ქვემეხი, ანტისატანკო კომპლექსი, საავიაციო ბომბები და სხვა ტიპის იარაღი აქვს. Ka-52-ის ღირებულება დაახლოებით $16 მილიონს შეადგენს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – განახადა გაერთიანებულმა შტაბმა.