Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოუნგრეთი ევროკავშირს ინიციატივის რუსული ენერგიის იმპორტის გაფართოებაზე აკრძალვის დაბლოკვით იმუქრება

უნგრეთი ევროკავშირს ინიციატივის რუსული ენერგიის იმპორტის გაფართოებაზე აკრძალვის დაბლოკვით იმუქრება


უნგრეთი დაემუქრა, რომ დაბლოკავს ევროკავშირის ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს რუსული ენერგიის იმპორტის აკრძალვის შემდგომ გაფართოებას. ამის შესახებ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა გერგელ გულიაშმა განაცხადა.

„უაზროა ევროკომისიის მიერ სანქციების შეთავაზება გაზზე და ნავთობზე, რაც შეზღუდავს უნგრეთის შესყიდვებს“, – თქვა გულიაშმა.

მან გაიხსენა, რომ სანქციების მიღებისთვის აუცილებელია, რომ მათ მხარი ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ დაუჭიროს. ევროკავშირმა უკვე შემოიღო სანქციების ხუთი პაკეტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. უახლესი პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, სრულ ემბარგოს რუსული ნახშირის იმპორტზე მოიცავს. მეექვსე პაკეტის ფარგლებში რუსეთის ფედერაციიდან ნავთობზე შეზღუდვები განიხილება.

ამ ენერგოგადამზიდის შესყიდვის აკრძალვა შესაძლოა წლის ბოლოს ამოქმედდეს, მანამდე კი შეზღუდვები ეტაპობრივად დაწესდება.

ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში. სააგენტოს წყაროს ცნობით, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ბოლო შეხვედრის დროს გერმანიის წარმომადგენლებმა მკაფიოდ დაიჭირეს მხარი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას.
ამდენად, უფრო სავარაუდოა, რომ ნავთობის ემბარგო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, მეექვსე პაკეტშიც მოხვდება.

თუმცა, ჯერჯერობით წინააღმდეგია უნგრეთი, ავსტრია, სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი. სლოვაკეთი და უნგრეთი მზად არ არიან სწრაფად მიატოვონ რუსული ნავთობი და სამხრეთ ევროპის ქვეყნები შიშობენ, რომ ემბარგო მოსახლეობისთვის ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.

Myrotvorets-ის ვებსაიტმა, იმ ადამიანების მონაცემებს აქვეყნებს, რომლებსაც პროექტის მონაწილეები უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებად თვლიან, მაისის დასაწყისში უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანიც დაემატა სიას, რადგან ის რუსული ენერგეტიკის აკრძალვას ეწინააღმდეგება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები