ევროკავშირი უნგრეთისთვის ფინანსური კომპენსაციის საკითხს განიხილავს, რათა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დაარწმუნოს, რომ უნგრეთიც უნდა შეერთდეს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას. უნგრეთმა შესაძლოა, ენერგეტიკული ახალი სტრატეგიის ფარგლებში,ევროკავშირისგან ფინანსური კომპენსაცია მიიღოს, რომელიც უახლოეს ხანში გამოქვეყნდება და რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ისახავს მიზნად.
ევროკავშირი შეთანხმებას, უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტზე ვერ ახერხებს, რომლის ერთ-ერთი პუნქტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეხება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი აცხადებს, რომ ეს მისი ქვეყნის ეკონომიკისთვის ატომური ბომბის სროლას ნიშნავს.
ევროკავშირის წინადადებაა, რომ მისი წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ 2022 წლის ბოლომდე უარი თქვას რუსულ ნავთობზე, ხოლო რუსეთიდან იმპორტზე სხვებზე მეტად დამოკიდებულმა უნგრეთმა და სლოვაკეთმა 2024 წლის ბოლომდე და ჩეხეთმა 2024 წლამდე.
უნგრეთის მთავრობა თვლის, რომ 2.5 წელი არ არის საკმარისი, ქვეყანამ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ამ რიგად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის და ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. სანქციების მეექვსე პაკეტის განხილვა უახლოეს დღეებში განახლდება.