ეხბურთელმა კრიშტიანო რონალდუმ და ჯორჯინა როდრიგესმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთი ახალშობილი ტყუპისცალი დაიღუპა.
„ჩვენი ბიჭი გარდაიცვალა. ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, რომელსაც ნებისმიერი მშობელი განიცდის. მხოლოდ მეორე ბავშვი გვაძლევს ძალას გადავლახოთ ეს პერიოდი იმედით. ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ექიმებს და ექთნებს მთელი მათი პროფესიონალიზმით დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ყველანი განადგურებულნი ვართ ამ დანაკარგით და ვითხოვთ თანაგძნობას ამ ძალიან რთულ დროს. ”
რონალდუსა და როდრიგეს ერთად 2016 წლიდან არიან, 2017 წელს მათ ქალიშვილი შეეძინათ. ფეხბურთელს სამი შვილი სუროგატი დედისგან ჰყავს.