Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოფინეთი გაზის საფასურის რუბლში გადახდის წინააღმდეგია

ფინეთი გაზის საფასურის რუბლში გადახდის წინააღმდეგია

ფინური გაზის კომპანია „გასუმი“ გაზის საფასურის რუსულ რუბლში გადახდის წინააღმდეგია და არც „გაზპრომის“ მიერ შემთავაზებულ გადახდის სქემას გამოიყენებს.

კომპანიის განცხადებით, „გაზპრომთან“ გრძელვადიანი გაზის კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები სადავოა და „გაზპრომთან” საარბიტრაჟო დავას დაიწყებს.

„არ ვიღებთ „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას, რომ რუბლში გადახდაზე გადავიდეთ, შესაბამისად, არ განვახორციელებთ გადახდებს რუბლში ან „გაზპრომ ექსპორტის“ მიერ შემოთავაზებული გადახდის შეთანხმების მიხედვით.“- ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, კომპანიებს მნიშვნელოვანი დავა ხელშეკრულებით წარმოდგენილ სხვა პრეტენზიებთან დაკავშირებითაც აქვთ.

„საერთო ჯამში, ეს არის ის, რასაც „გასუმი“ ვერ მიიღებს და გადაწყვიტა, მიწოდების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დავა არბიტრაჟში გადაიტანოს“, – აცხადებენ კომპანიაში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მარტში განაცხადა, რომ „არამეგობრულმა“ სახელმწიფოებმა რუსეთისგან მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ და არა ევროსა და დოლარში, როგორც ამას მათთან გაფორმებული კონტრაქტები ითვალისწინებს. რუსეთის მიერ შეთავაზებული სქემით, მყიდველებს შეუძლიათ ევრო ან დოლარი რუსეთის „გაზპრომბანკის“ ანგარიშზე გადარიცხონ, რომელიც შემდეგ თანხას რუბლში დააკონვერტირებს და მეორე ანგარიშზე გადაიტანს, რომლიდანაც გადახდა განხორციელდება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები